უკრაინის საგარეო უწყება იმ დიპლომატიური წარმომადგენლობების სიას აქვეყნებს, რომელთა დიპლომატებიც კიევში მუშაობენ

კიევში კვლავ მუშაობს 16 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება იმ დიპლომატიური წარმომადგენლობების სიას აქვეყნებს, რომელთა დიპლომატებიც კიევში მუშაობენ, მათ შორისაა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც.

„კიევში ყოველდღიურად სხვა ქვეყნების სულ უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ანახლებს მუშაობას. ეს არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება იმუისა, რომ მსოფლიოს მხარს უჭერს უკრაინას და სჯერა მისი. დღეს დედაქალაქში კვლავ მუშაობენ 16 დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატები – ევროკავშირის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, სლოვენიის, ვატიკანის, მოლდოვის, საქართველოს, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის. მადლობა ჩვენს მეგობრებს მხარდაჭერისთვის!“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო