იტალია უკრაინას იარაღს გაუგზავნის

იტალიის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას მხარი დაუჭირა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილება პარლამენტში თითქმის ერთხმად მიიღეს. საკითხის პირობები ნათელია: ერთის მხრივ არიან ადამიანები, რომლებსაც თავს დაესხნენ, მეორე მხრივ - აგრესორის არმია", - განაცხადა დრაგიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საჭიროა აგრესორის დასუსტებისთვის, მაგრამ რუსული ჯარის შესაჩერებლად საჭიროა, უკრაინელებს უშუალოდ იარაღით დაეხმარონ.

„ასე არ მოქცევა იმის ტოლფასი იქნება, რომ მათ ვუთხრათ: დანებდეთ, მიიღეთ მონობა და მორჩილება - გზავნილი, რომელიც ეწინააღმდეგება სოლიდარობის ჩვენს ევროპულ ღირებულებებს. ამის ნაცვლად, ჩვენ გვინდა მივცეთ საშუალება უკრაინელებს დაიცვან თავი“, - აღნიშნა დრაგიმ.

მისი თქმით, თავიდან ფიქრობდა, რომ რუსეთი სწრაფ გამარჯვებას მოიპოვებდა, მაგრამ ახლა „არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინელი ხალხი რუსეთის ოკუპაციის მიღებას შეძლებს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს