გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
„ცეცხლის შეწყვეტა ახლა ჰორიზონტზე არ ჩანს. შესაძლოა, რამდენიმე კვირაში შესაძლებელი გახდეს. შეიძლება ამას კიდევ უფრო დიდი დრო დასჭირდეს,“- აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში თურქეთში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის პერსპექტივები განიხილოს.