რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გააგრძელებს ყველა საჭირო ძალისხმევას უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად გადასაჭრელად

თურქეთი გააგრძელებს ყველა საჭირო ძალისხმევას უკრაინაში საომარი მოქმედებების დასასრულებლად და მოსკოვსა და კიევს შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ზავის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა ჩვენს ორ მეზობელს შორის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც გაკეთდება კაცობრიობის სახელით“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა შეაფერხა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები.

”მხარეებმა მიაღწიეს ხელშესახებ პროგრესს მოლაპარაკებებში, მაგრამ ბუჩასა და ირპინეს კადრები, კრამატორსკის მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ გამოყენება ჩრდილს აყენებს ჩვენს ძალისხმევას”, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგის მისაღწევად.

პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, მიაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება დიალოგის გზით და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს