უკრაინის გენერალური შტაბი - მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში უკრაინის ჯარების თავდაცვის გარღვევაზე, ასევე მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე

მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, ასევე შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები არ წყდება.

„18 აპრილს დასავლეთის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები გაძლიერდა. სლობოჟანსკის და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში რუსი აგრესორები ახორციელებენ შეტევით და თავდასხმით ოპერაციებს გარკვეულ ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადატანას რუსეთის ფედერაციის ცენტრალური და აღმოსავლეთი რეგიონებიდან.

„საბრძოლო ნაწილებთან ერთად გადაჰყავს დამხმარე ნაწილები. გარდა ამისა, ლოგისტიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, რუსი ოკუპანტები აწყობენ ლოჯისტიკურ ცენტრებს და ქმნიან საველე ბაზებს დაზიანებული აღჭურვილობის შესაკეთებლად და განახლებისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას.

„არსებული ინფორმაციით, შეტევითი ჯგუფის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორგანიზების მიზნით, მტერი ხარკოვის ოლქში მცირე მანძილის მიწა-ჰაერის ტიპის სისტემა Tor-ის დამატებითი საზენიტო-სარაკეტო დივიზიების გაგზავნას ახორციელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით, რუსული ძალები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს მდინარე სივერსკის დონეცკის მარცხენა სანაპიროზე.

„ამ მიმართულებით ჯგუფის შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად მტერმა შექმნა არტილერიისთვის მთავარი და სარეზერვო საცეცხლე პოზიციების სისტემა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის ჯარების თავდაცვის გარღვევაზე ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში, ასევე ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა