სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიიდან პირადი შემადგენლობა ქვეყნის რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში რეკრუტირების მობილური მანქანებით გაემგზავრა. სამხედროები ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს გააცნობენ. დღეს თბილისის მეტროსადგურებთან მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებს კონტრაქტის, ასევე პროფესიით ჯარში სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„სამხედრო საქმის მიმართ მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიკვეთა. მოქალაქეების კითხვებს სამხედროებმა ამომწურავად უპასუხეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. ჯარისკაცებმა აღნიშნეს, რომ უწყებაში მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი, განათლების შესაძლებლობები უმჯობესდება და კარიერული წინსვლის სისტემა იხვეწება, ხელფასები იზრდება და სოციალური დაცვის გარანტიები ვითარდება. კარიერული განვითარების შესახებ საუბრისას სამხედროებმა განმარტეს, რომ ჯარისკაცებს საშუალება ექნებათ უცხო ენა შეისწავლონ, პროფესიას დაეუფლონ და უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე კვალიფიკაცია აიმაღლონ.

უწყება ორიენტირებულია სამხედრო პირი თავდაცვის ძალებში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით სამსახურის დასრულების შემდეგაც იყოს კონკურენტული. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 18-დან 40 წლის ჩათვლით მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში დასაქმება საკუთარი პროფესიითაც შეუძლიათ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა