დმიტრო კულება ბულგარეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბულგარეთში ჩავიდა, - ამის შესახებ კულება „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით, უკრაინაში მშვიდობის მოსაპოვებლად საჭირო ნაბიჯების გამონახვას შეეცდება.

„დავალებული მაქვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან უკრაინაში მშვიდობის მოსაპოვებლად საჭირო გზები მოვიძიო, ბულგარეთის ლიდერებთან შეხვედრის გასამართად სოფიაში ჩავედი,“- წერს კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი ბულგარელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს.

“ბულგარეთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორია როგორც ევროკავშირის ფარგლებში, ასევე ორხმრივად. ჩვენ ასევე ვგრძნობთ ბულგარელი ხალხის მხარდაჭერას ამ კრიტიკულ დროს,”- წერს კულება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო