"ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს EU - GS პროექტის ფარგლებში სამმხრივი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს EU - GS პროექტის ფარგლებში სამმხრივი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა "ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ ჩიქობავამ გახსნეს და პროექტის სამომავლო განვითარებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ღონისძიების ფარგლებში საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის ევროპული ღირებულებების დანერგვისა და სწავლების კუთხით შემუშავებული მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია განხორციელდა, ასევე შეჯამდა ტრენინგები, რომელიც ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მეთოდური სახელმძღვანელო, ქართული და ინგლისური ენების გარდა, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც გამოიცა.

ტრენინგების ფარგლებში კი 50-მდე სკოლის 150-მდე დირექტორ-მასწავლებელი გადამზადდა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა