უკრაინის გარდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს

კრაინის გარდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.

ვენედიქტოვას განმარტებით, მსოფლიო საზოგადოება გაერთიანდა ყველაზე ეფექტური გზის მოსაძებნად, თუ როგორ შეიძლება რუსეთის პასუხისგებაში მიცემა, იმ ქმედებებისთის, რომლებიც უკრაინაშია ჩადენილი.

მისივე თქმით, ახლა პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება შეუფასებელია.

„ჩვენ უკვე გვყავს ექსპერტთა ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც გვეხმარებიან დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ. უკრაინის გარდა 13 სახელმწიფო შეუდგა იმ დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ჩაიდინა“,- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, კრემლმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.

„მხოლოდ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ადეკვატურად ვუპასუხოთ ძალის პოლიტიკას და ადამიანთა ტანჯვას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს