სახელმწიფო მინისტრი დატყვევებული ბრიტანელების ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლაზე - გაერთიანებული სამეფო რუსეთის დახმარებას არ განიხილავს

გაერთიანებული სამეფო რუსეთისთვის დახმარების გაწევის საკითხს არ განიხილავს,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში, ბრენდონ ლუისმა განაცხადა, რითაც ის რუსული ძალების მიერ ორი ბრიტანელი მამაკაცის დატყვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

Sky News-ს შეკითხვაზე, განიხილავდა თუ არა მთავრობა ბრიტანეთის მოქალაქეების გაცვლის საკითხს, ბრენდონ ლუისმა უპასუხა : „ჩვენ რეალურად ვახორციელებთ იმ ადამიანების წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს, რომლებიც პუტინის რეჟიმთან არიან დაახლოებულები, არ ვაპირებთ იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ რუსეთს“, - აღნიშნა ლუისმა.

მოგვიანებით მან BBC-ს განუცხადა, რომ არ სურდა დამატებითი კომენტარის გაკეთება ორი ბრიტანელი საქმესთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანელები უკრაინაში არ უნდა წავიდნენ.

„ადამიანები არ უნდა გაჰყვნენ უკანონო გზას ძალიან სახიფათო სიტუაციაში. ნამდვილად უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, ეს არ არის ის, რაც მათ უნდა გააკეთონ,“- აღნიშნა ლუისმა.

შეგახსენებთ, ორი ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც რუსული ძალების ტყვეობაში იმყოფება, რუსულ სატელევიზიო არხზე გამოჩნდა. ისინი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მიმართავდნენ და სთხოვდნენ, უკრაინაში დაკავებულ პრორუს პოლიტიკოსში, ვიქტორ მედვედჩუკში გაეცვალათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა