ახალმა ზელანდიამ რუსეთის 20-მდე ფინანსურ სუბიექტს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს და ვითიბი ბანკს ახალი სანქციები დაუწესა

ახალმა ზელანდიამ რუსეთის 20-მდე ფინანსურ სუბიექტს ახალი სანქციები დაუწესა, მათ შორის ქვეყნის ცენტრალურ ბანკს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნანაია მაჰუტა ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად სანქციები დაუწესდა 18 ფინანსურ ორგანიზაციას, რომლებიც არსებული ინფორმაციით, აფინანსებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ახალი ზელანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს 18 ორგანიზაცია ქმნის რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს.

„სანქციები შექმნილია იმგვარად, რომ ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი. ახალი სანქციების ამ რაუნდით ახალი ზელანდია უერთდება მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებს, რომლებმაც მძიმე სადამსჯელო ზომები მიიღეს პრეზიდენტ პუტინისა და იმ სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც მის არალეგალურ შეჭრას აფინანსებენ“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

18 სანქცირებულ ორგანიზაციას შორისაა ალფა-ბანკი, ბანკი როსია, ბანკი ოტკრიტიე, განვითარებისა და რეკონსტრუქციის შავი ზღვის ბანკი, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, გაზპრომბანკი, გენბანკი, ნოვიკომბანკი, ვითიბი ბანკი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა