ეკონომიკის სამინისტრო - მარტში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური აქტივობის ზრდაში აისახება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მარტში ექსპორტის ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული, რაც ქვეყანაში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდასთანაა დაკავშირებული.

როგორც ცინცაძე „საქსტატის“ მიერ 2022 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას აღნიშნა, მარტის თვეში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები თავისთავად გადაითარგმნება ეკონომიკური აქტივობის ზრდაში.

„მარტში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 39 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 329.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია, რომ ისევე როგორც წინა თვეებში, მარტშიც ექსპორტის ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდასთან, ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდა კი თავის მხრივ პოზიტიურად აისახება სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე. მარტის თვეში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები თავისთავად გადაითარგმნება ეკონომიკური აქტივობის ზრდაში“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2022 წლის მარტში ქვეყნების მიხედვით ექსპორტი გაზრდილია ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, სომხეთში, იტალიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ასევე რამდენიმე ახალ ბაზარზე.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა