სერგეი შოიგუ - აშშ და დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააჭიანურონ

აშშ და დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააჭიანურონ, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის სულ უფრო მეტი რაოდენობის იარაღის მიწოდება "ნათლად აჩვენებს დასავლეთის განზრახვას, მოახდინოს კიევის რეჟიმის პროვოცირება იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლონ“.

შოიგუმ ხაზი გაუსვა, რომ რუსული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის „გათავისუფლების“ გეგმას ახორციელებენ.

"რუსეთის არმია ასრულებს უმაღლესი სარდლის მიერ დასახულ ამოცანებს. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების განთავისუფლების გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება", - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო