მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი

თურქეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის არსებული წინააღმდეგობების დიპლომატიური მოგვარების საშუალებები არ ამოწურულა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მოთხოვნა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაა.

„უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი. გამოთქმულია ამ ვარიანტის საწინააღმდეგო მოსაზრებები, განიხილება სიტუაციიდან გამოსვლის ალტერნატიული გზები“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ახალი ცივი ომის დასაწყისის თვითმხილველი ხდება.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფას, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს, მაგრამ საჭიროა აქტიური ნაბიჯების გადადგმა. თურქეთი ცდილობს, ამ საკითხში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო