ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ ნატო-ს ბაზაზე იერიშის მიტანის შემთხვევაში „ომი რამდენიმე დღეში დასრულდება“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა რუსეთის მიერ ნატოს ბაზაზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ომი რამდენიმე დღეში დასრულდება.

არესტოვიჩს სთხოვეს შეეფასებინა ბრიტანეთის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ პუტინმა შეიძლება ნატოს ბაზაზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რათა ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

„დაე დაარტყას. ვფიქრობ, ამის შემდეგ ომი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის მთავრობის ყოფილმა პირველმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პიტერ რიკეტსმა განაცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა განიხილოს ნატოს ბაზაზე თავდასხმა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაჩერებლად.

Defense Express-ის ანალიტიკოსმა სერხი ზგურეცმა კი განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გამორიცხავს რუსეთის დარტყმას ნატოს ქვეყნებიდან იარაღის მიწოდების მარშრუტებზე, მაგრამ მოსკოვმა ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ ეს გამოიწვევს ალიანსის პირდაპირ ჩართვას ომში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი