დანიის პრემიერ-მინისტრი - უკეთესია ბუნებრივი აირის წარმოება ჩრდილოეთ ზღვაში, ვიდრე მისი ყიდვა ვლადიმერ პუტინისგან

დანია ჩრდილოეთის ზღვაში თავისი ბუნებრივი აირის წარმოებას ლიმიტირებული დროით გაზრდის, რათა რუსულ ენერგორესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

როგორც ფრედერიქსენმა აღნიშნა, დანია, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ეტაპობრივად შეწყვიტოს ბუნებრივი აირის გამოყენება, რათა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს.

„დარწმუნებულები ვართ, უკეთესია ბუნებრივი აირის წარმოება ჩრდილოეთ ზღვაში, ვიდრე მისი ყიდვა ვლადიმერ პუტინისგან“,- განაცხადა პრემიერმა.

„დროებითი ზრდის“ მიუხედავად, ფრედერიკსენი აცხადებს, რომ დანია ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილების ჩრდილოეთ ზღვის ნავთობისა და გაზის წარმოება 2050 წლისთვის შეწყვიტოს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს