ელენა ზელენსკას განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში გამოვლენილი არაადამიანურობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში ანალოგიურად ექცევიან

უკრაინის პირველი ლედის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში გამოვლენილი არაადამიანურობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ ანალოგიურად ექცევიან საკუთარ ქვეყანაში. ამის შესახებ ელენა ზელენსკამ ჩეხურ ყოველდღიურ გამოცემა Respekt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ახლა მთელი მსოფლიო ცდილობს რუსების ასეთი არაადამიანურობის მიზეზი ამოიცნონ. ჩემი ვერსიით, ეს პირველ რიგში იმის ასახვაა თუ როგორ ექცევა თავად რუსეთის ხელისუფლება თავის ჯარისკაცებსა და ზოგადად ხალხს. ეს არის დაქვემდებარებულების დამცირებისა და ძლიერების დაუსჯელობის ნაზავი. და როდესაც მსგავსი დამცირებული დაქვემდებარებული იღებს ძალაუფლებას - ის ხდება მანიაკი და სამაგიეროს უხდის მსოფლიოს“,- განაცხადა პირველმა ლედიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა