არჩილ თალაკვაძე - ფანჩატურის და ქოლგის იდეა ჩავარდა - თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში დამარცხდებიან

თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, - ამის შესახებ ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას ეს საკითხი არ აინტერესებს, ხოლო ოპოზიცია რეალობის სხვაგვარად გასაღებას ცდილობს, მათ შორის, ამაზე მიუთითებს მათი ვიზიტიც უკრაინაში, როცა "ცალკე საქართველოს წარმოდგენა სცადეს."

"რადიკალური ოპოზიცია ძალიან ნერვიულობს ამ დღეებში, რადგან დღის წესრიგში საკითხები აღარ დარჩათ, რომელზეც ხმამაღლა და პათეტიკურად შეუძლიათ ისაუბრონ, ამიტომ ცდილობენ მოიფიქრონ საკითხები, რითაც საინფორმაციო ზედაპირზე დარჩებიან. ამის გარდა, შიგნით სერიოზული დაძაბულობაა, რაც საჯაროდ ჩანს უკვე. როგორც ჩანს, ფანჩატურის და ქოლგის იდეა ჩავარდა და ახალ ფორმატებზე ფიქრი სჭირდებათ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მოკლედ გიპასუხებთ - თუ ასეთი მავნებულური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, როგორითაც ახლა მუშაობენ, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი არ ექნებათ დასრულებული, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. ლევან ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა