უკრაინული მედია -  ზაპოროჟიეს რეგიონში ვითარება დაიძაბა, მიმდინარეობს რუსული ძალების მასიური შეტევა

ზაპოროჟიეს რეგიონში ვითარება დაიძაბა, მიმდინარეობს დამპყრობლების მასიური შეტევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ალექსანდრე სტარუხის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვითარება დაიძაბა კონტაქტის ხაზზე ზაპოროჟიეს რაიონში, პოლოგიის მახლობლად. უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ კონტაქტის ხაზს, მაგრამ შეტევა მასიურია“, - განაცხადა ალექსანდრე სტარუხმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დროებით დევნილთა ნაკადი ბერდიანსკის და მელიტოპოლის რეგიონებიდან გაიზარდა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი პრობლემებია მედიკამენტებთან და საკვებთან დაკავშირებით.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მთლიანობაში, რეგიონში ელექტროენერგიის და წყალმომარაგების გარეშე დარჩა 69 დასახლებული პუნქტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა