ირაკლი ქარსელაძე - განვადებით მშენებლობის პროგრამით 500 ბაღისა და 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული

დამატებითი მუხტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მიმართულებებისთვის, - ასე უწოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას განვადებით მშენებლობის პროგრამის შესახებ.

მისი თქმით, ეს არის დამატება ისედაც აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს როგორც ქვეყანას, ისე კერძო სექტორს კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტმა ადამიანმა მალე მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც განვითარებულ ინფრასტრუქტურას თან სდევს.

„მნიშვნელოვანია ის მიმართულებები, რომელიც უკავშირდება სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურას. გათვალისწინებულია 500 საბავშვო ბაღის და 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ასევე, 13 000 დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ბინების აშენება და სხვადასხვა ფორმით მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. გათვალისწინებულია 350 მილიონი ლარის დამატებითი პროექტები წყალმომარაგების გაუმჯობესების თვალსაზრისით, რომელიც აქტიურად მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. რეალურად კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს შესაბამის შედეგს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ამოქმედებამდე მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული, მიმდინარეობს ბოლო დეტალების დაზუსტება და მაისის თვეში უკვე რეალურად დაიწყება პროგრამის მოქმედება.

მინისტრის კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა