მიხაილო პოდოლიაკი - რუს ოკუპანტებს სურთ დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ისინი არიან ბარბაროსული ცივილიზაცია, რომელიც უნდა იყოს იზოლირებული

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუს ოკუპანტებს სურთ დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ისინი არიან ბარბაროსული ცივილიზაცია, რომელიც უნდა იყოს იზოლირებული. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს რუსულმა მხარემ გამოაცხადა „სპეციალური ოპერაციის“ მეორე ეტაპის დაწყება. მათ მოსწონთ რაღაც სიმბოლოების მოფიქრება, რომ ნაცისტებს დაემსგავსონ. ეს არის ნაცისტური იმპერიის სიმბოლიკა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფაზაში და რამდენი რუსული არმიის წარმომადგენელი განადგურდება, რომლებმაც არ იციან ბრძოლა, არამედ იციან მხოლოდ ადამიანების მოკვლა და ინფრასტრუქტურის განადგურება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა დასძინა, რომ ჯერ კიდევ არ ესმის, რისი დამტკიცება სურს რუსეთის ფედერაციას მსოფლიოსთვის.

„ალბათ, მათ უნდათ დაამტკიცონ, რომ ეს არის რაღაც ბარბაროსული ცივილიზაცია, რომელიც უნდა იყოს იზოლირებული სამყაროსგან“, - თქვა მან.

პოდოლიაკის თქმით, რუსები აღნიშნულს წარმატებით ახორციელებენ და ამაში უკრაინელებიც დაეხმარებიან.

მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მთავარია შეინარჩუნოს საკუთარი ხალხის სიცოცხლე, ამასთან ინფრასტრუქტურა.

„ამიტომ მშვიდად გავუძლოთ თავდასხმას, დავუბრუნოთ მათ ვალი, რომელიც უნდა გადაიხადონ ჩვენი გარდაცვლილი ხალხისთვის და ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ დიდი და ძლიერი უკრაინის მშენებლობას“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა