დიმიტრი მედვედევი - ნატო-ს გაფართოება აღარ არის მხოლოდ სიტყვის მასალა - მოსკოვი ასეთ პირობებში მზად უნდა იყოს შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის

რუსეთის საზღვრებზე ნატო-ს გაძლიერება აღარ არის მხოლოდ სიტყვის მასალა და მოსკოვი ასეთ პირობებში მზად უნდა იყოს შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დაძაბულ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც სამეცნიერო, ასევე ტექნოლოგიური სფერო და განმარტა, რომ საუბარია ინოვაციურ განვითარებასა და მოწინავე კვლევებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებას, რუსეთის წინაშე არსებული „ყველაზე სერიოზული საფრთხეების წინააღმდეგ“.

„ჩვენ ვსაუბრობთ პირველ რიგში ნატო-ს ყოფნის გაფართოების მცდელობაზე ჩვენს საზღვრებთან და ეს დღეს აღარ არის მხოლოდ სიტყვის მასალა, ეს აღარ არის სტანდარტული მუქარის ნაკრები. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ აგრესიული ქმედებებისთვის, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომლის დახმარებითაც ქვეყანას ყველაზე თანამედროვე იარაღი მიეწოდება.

მედვედევის თქმით, ეს არის არა მხოლოდ ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის, არამედ „სახელმწიფოს გადარჩენის საკითხი“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს