„აზოვის“ მეთაურის მოადგილე - მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი" დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურებულია - ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა

მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა, -ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ აზოვის ლეგიონის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განუცხადა.

მისი თქმით, ქარხანაზე „მძიმე ბომბებს“ ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, - აღნიშნა პალამარმა.

მარიუპოლის ქალაქის საბჭომ გუშინ განაცხადა, რომ რუსული ჯარები „აზოვსტალის" ფოლადის ქარხანას ჰაერიდან ბომბავენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს