უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნგრეთი, რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობისა და გაზის შესახებ სანქციებს მხარს არ უჭერს და უკრაინაში, უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის ტრანზიტს არ დაუშვებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ნავთობისა და გაზის შესახებ სანქციებს მხარს არ უჭერს და ამასთან, უკრაინაში, უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის ტრანზიტს არ დაუშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩვენ არ შეგვიძლია, უნგრელი ხალხი ვაიძულოთ, გადაიხადონ ამ ომის ფასი, ამიტომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე სანქციებს არ ვამტკიცებთ", - განაცხადა სიიარტომ, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათი ტერიტორიის გამოყენებას უშვებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის, მაგრამ უნგრეთი ამას არ გააკეთებს. მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს