უკრაინის დაზვერვა - მიკოლაივის ოლქის ქალაქ სნიგირევკაში ოკუპანტები მერის არჩევასა და ოკუპირებულ ყირიმში ადმინისტრაციულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით „რეფერენდუმს" ამზადებენ

მიკოლაივის ოლქის ქალაქ სნიგირევკაში ოკუპანტები მერის არჩევასა და ოკუპირებულ ყირიმში ადმინისტრაციულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით "რეფერენდუმს" ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

„მოსახლეობას მოუწოდებენ, დროულად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ღონისძიების ორგანიზატორები არიან პრორუსი ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე ტატიანა მეზინა და ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ლარჩენკო", - ნათქვამია ანგარიშში.

დაზვერვის ანგარიშის თანახმად, კენჭისყრის გაფორმება შესაძლოა, ჰუმანიტარული დახმარების მიღებისას შეგროვებული პასპორტის მონაცემებით ან საკვების მისაღებად მისული ხალხის პერსონალური მონაცემების გამოკითხვებით გაფორმდეს.

„ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ არ იქნება რეალური ხმის მიცემა, გარდა რუსული მედიისთვის "სურათად" მოწყობილი სადემონსტრაციო ადგილებისა. „კენჭისყრას“ გააფორმებენ „ჰუმანიტარული დახმარების“ მიღებისას შეგროვებული პასპორტის მონაცემებით. საკვების მისაღებად მოსახლეობას პერსონალური ინფორმაციის შემცველი კითხვარების შევსება მოუწია“, - აცხადებს სადაზვერვო სამსახური.

გარდა ამისა, დაზვერვის მონაცემებით, საპენსიო ასაკის მოსახლეობის აღწერა დაიწყო ოკუპირებულ სოფელ სნიგირევკაში, ზაპოროჟიეს რეგიონში. მათივე ინფორმაციით, რუსები 1 სექტემბრამდე რუსეთის ადმინისტრაციის შექმნას აანონსებენ, ასევე, რუსული ფოსტის ფილიალის გახსნას, რუსული პროვაიდერების მობილური კომუნიკაციებისა და ინტერნეტ სერვისების გაშვებას და რუსული რუბლის მიმოქცევაში შეტანას. არსებობს ინფორმაცია რუსული პასპორტების გაცემის დაწყების შესახებ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო