რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში არსებული ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, საჭიროა კოორდინაცია და ერთიანობა

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, უკრაინაში არსებული ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, საჭიროა კოორდინაცია და ერთიანობა. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ, აშშ-ის პარტნიორებთან გამართული ვიდეო კონფერენციის დასრულების შემდეგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უსაფრთხოების ამჟამინდელი კონტექსტი კოორდინაციასა და ერთიანობას, ასევე აღმოსავლეთ ფლანგზე, ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოზიციის შემდგომ გაძლიერებას მოითხოვს", - წერს იოჰანისი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, მოკავშირეებთან, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ბოლო შეტევასა და შემდგომ სანქციებს შეეხებოდა. ვიდეო კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს