რუსლან სტეფანჩუკი - „აზოვსტალის" ქარხანაში შეფარებულ ბავშვებს არ აქვთ საკმარისი საკვები, გრძნობენ, რომ მძიმე ბომბები ჩამოვარდა, ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! - მოვუწოდებ მსოფლიოს, „მწვანე დერეფნები" მოაწყოს

უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, მარიუპოლის ქალაქში არსებულ „აზოვსტალის" ქარხანაში შეფარებული ბავშვებისთვის, ე.წ. მწვანე დერეფნები მოაწყონ.

„ვერ ხედავენ მზეს თვეების განმავლობაში, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები, გრძნობენ, რომ მძიმე ბომბები ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს, „აზოვსტალის" ქარხნის თავშესაფრებში ემალებიან. ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი იმსახურებდა! მოვუწოდებ მთელს მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და „მწვანე დერეფნები" მოაწყოს", - წერს სტეფანჩუკი.

სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში „აზოვსტალის" ქარხანაში შეფარებული ბავშვების შესახებ ვიდეოს ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა