ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი დავით ნიკოლაძე დაინიშნა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი დავით ნიკოლაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დავით ნიკოლაძე მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

„დავით ნიკოლაძემ პროფესიული განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტებზე მიიღო. წლების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, ამერიკულ აკადემიაში, თურქეთის ქოჯაელის უნივერსიტეტსა და ქ. იზმითის ხელოვნების სკოლაში, სადაც სამსახიობო ოსტატობას ასწავლიდა.

დავით ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და რეჟისორობით, 1997-1999 წლებში ცნობილ ქართულ თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“ დაიდგა შემდეგი სპექტაკლები: „ნიშნობა“ (მ. მეტერლინკი), „ბურატინოს თავგადასავალი“ (ა. ტოლსტოი), „სალამურას თავგადასავალი“ (ა. სულაკაური), „თოვლის დედოფალი“ (ჰ. ქრისტიან ანდერსენი) და სხვა. იგი ასევე დამდგმელი რეჟისორის რანგში თანამშრომლობდა თურქეთის ქოჯაელის უნივერსიტეტთან, სადაც დადგა ა. ჩეხოვის „თოლია“, ვ. ალენის „მოფარფატე ნათურა“, ს. გიოქთაშის „ჯურღმულში“ და კ. მანიეს „ბლეზი“. დავით ნიკოლაძე თანამშრომლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრთანაც, რა დროსაც მის მიერ დაიდგა ორი სპექტაკლი: „ადამიანის ხმა“(ჟ. კოქტო) და „თავისუფალი წყვილი“ (დ. ფო). რეჟისორის შემოქმედებითი ცხოვრება ასევე დაკავშირებულია ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და შ. რუსთაველის ეროვნულ თეატრებთან.

სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული - 2021 წლის 8 დეკემბერს და 2022 წლის 14 თებერვალს, თუმცა ორივე კონკურსი ჩაიშალა.

ამჯერად, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურის მინისტრმა ნაწილობრივ გამოიყენა დისკრეციული უფლება საკუთარი შეხედულებით შეარჩიოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა, თუმცა, მან, ამავდროულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატი, რეჟისორი დავით ნიკოლაძე განსახილველად წარუდგინა კულტურის სამინისტროსთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს. საბჭომ ხმათა უმრავლესობით დადებითად შეაფასა მოცემული კანდიდატურა და მხარი დაუჭირა მის დანიშვნას სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა