მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი „აზოვსტალის" დაბომბვას ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით აგრძელებს, მსოფლიო ბავშვების მკვლელობას ინტერნეტით უყურებს და დუმს

რუსეთი მარიუპოლში „აზოვსტალის" დაბომბვას მძლავრი, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით აგრძელებს. მსოფლიო ბავშვების მკვლელობას ინტერნეტით უყურებს და დუმს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის" გვერდზე „აზოვსტალის" ქარხნის დაბომბვის შესახებ წერს.

პოდოლიაკის თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობით, მსოფლიო და რელიგიურ ლიდერებს ბავშვების მკვლელობის შეჩერება შეუძლიათ.

„ომის 55-ე დღე. რუსეთი „აზოვსტალის" დაბომბვას მძლავრი, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით აგრძელებს. მსოფლიო, ინტერნეტით ბავშვების მკვლელობას უყურებს და დუმს. რელიგიურ და მსოფლიო ლიდერებს, ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებით, შეუძლიათ, ეს შეაჩერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლი მათ ხელებზეც იქნება", - წერს პოდოლიაკი.

როგორც ცნობილია, „აზოვსტალს“ ამ დრომდე უკრაინელი სამხედროები, „აზოვის“ პოლკი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ქარხანას თავს აფარებს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის არიან ბავშვები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო