ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ რომ გვქონდეს წვდომა იმ იარაღზე, რომელიც  გვჭირდება, რომელიც ჩვენ პარტნიორებს აქვთ, ომს უკვე დავასრულებდით, მშვიდობას აღვადგენდით და ოკუპანტებისგან ჩვენს ტერიტორიებს გავათავისუფლებდით

თუ მათ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას აქ, ახლა სჭირდება, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მათი მორალური მოვალეობაა, პირველ რიგში, თავისუფლების დაცვას დაეხმარონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 55-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში პარტნიორების მიერ, უკრაინის მიმართ საჭირო იარაღის მიწოდების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ამჟამად, დამპყრობელთა არმიის პრაქტიკულად მთელი საბრძოლო მზადყოფნა უკრაინის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.

"მათ, უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის ყველა და ყველაფერი გამოიყვანეს, რასაც ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია. ის, თუ როგორ იცავს თავს მთელი ჩვენი ერი, აჩვენებს, რომ უკრაინის არმია გლობალურ რეიტინგებში რუსეთზე მაღლა ყოფნას იმსახურებს. ჩვენ რომ გვქონდეს წვდომა ყველა იმ იარაღზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომელიც ჩვენ პარტნიორებს აქვთ, ჩვენ ამ ომს უკვე დავასრულებდით, ჩვენ უკვე მშვიდობას აღვადგენდით და ოკუპანტებისგან ჩვენს ტერიტორიებს გავათავისუფლებდით. უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია მოითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები სადღაც, წლების განმავლობაში ინახავდნენ. თუ მათ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას აქ, ახლა სჭირდება, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მათი მორალური მოვალეობაა, პირველ რიგში, თავისუფლების დაცვას დაეხმარონ. დაეხმარეთ ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

იხილეთ ვიდეო:ჩვენ რომ გვქონდეს წვდომა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენ პარტნიორებს აქვთ, ომს უკვე დავასრულებდით, მშვიდობას აღვადგენდით და ოკუპანტებისგან ჩვენს ტერიტორიებს გავათავისუფლებდით - ვოლოდიმირ ზელენსკი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა