ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ომით, რუსული არმია მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ყველაზე ბარბაროსული, არაადამიანური არმია მსოფლიოში

ამ ომით, მსოფლიო ისტორიაში რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება როგორც ყველაზე ბარბაროსული, არაადამიანური არმია მსოფლიოში, - ასე აფასებს რუსეთის არმიას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის მორიგ ვიდეო მიმართვაში.

ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიის ბოროტება, თაობების მანძილზე იქნება ბოროტების წყაროს აღმნიშვნელი.

„ამ ომით, მსოფლიო ისტორიაში რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება როგორც ყველაზე ბარბაროსული, არაადამიანური არმია მსოფლიოში. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, ამისთვის ყველა სახის იარაღის გამოყენება, მათ შორის, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული, ეს არის რუსული არმიის ხელწერა. ეს არის ბოროტება, რომელიც რუსეთს, თაობების მანძილზე აბსოლუტური ბოროტების წყაროდ აღნიშნავს", - განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა