ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს - შეაჩერეთ ეს საშინელი ომი, შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში გამარჯვების საშუალება არ უნდა მიეცეს.

„ევროკავშირსა და ნატოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად სრულიად ვიზიარებთ იმ აზრს, რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი“, - განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა, უკრაინაში ომი შეაჩეროს.

"შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა. მიეცით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის რეჟიმის დაწესების საშუალება და გამოიყვანოთ თქვენი ჯარები. შეაჩერეთ ეს საშინელი ომი", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ეს განცხადება დასავლელ ლიდერებთან ვიდეო ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი