36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური - მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაგვიყვანონ - შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს

მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მეშვეობით „აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა.

„შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა სერგეი ვოლინამ.

ამასთან, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცების გარდა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფება.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა