დღეს ეზიდი მოქალაქეები მშვიდობასა და კეთილდღეობას აიდა სარსალეს, ახალი წლის დღესასწაულს აღნიშნავენ

დღეს ეზიდი მოქალაქეები მშვიდობასა და კეთილდღეობას აიდა სარსალეს, ახალი წლის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„აიდა სარსალე ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად, ახალი წლის დღესასწაულია, რომელსაც ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულსაც უწოდებენ. აიდა სარსალე აყვავების, ცხოვრების განახლების უძველესი ზეიმია, რომელიც სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს. ეზიდებს სწამთ, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და აკურთხებს მიწას. ამ დღეს ყოველ ოჯახში, სამყაროს მრავალფეროვნების ნიშნად, სხვადასხვა ფერად იღებება კვერცხი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახალ წელს ულოცავს საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა