ამერიკული სამოგზაურო ჟურნალი საქართველოს შესახებ სტატიას: „ხელუხლებელი სათხილამურო ტრასები საქართველოს აღმოუჩენელ ზამთრის სამოთხეში“ აქვეყნებს

„ხელუხლებელი სათხილამურო ტრასები საქართველოს აღმოუჩენელ ზამთრის სამოთხეში“ - ამერიკული სამოგზაურო ჟურნალი Lost Time საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემის მკითხველს საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს ინფლუენსერი ნეიტ ლიუბი უზიარებს.

მათივე ინფორმაციით,ნეიტ ლიუბი საქართველოში „ციფრული დღეების“ ფარგლებში იმყოფებოდა. პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით მოეწყო. პროექტის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ინფლუენსერებმა საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ სტატიები, ისტორიები, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟები მოამზადეს, რომელიც სოციალურ ქსელებთან ერთად სამოგზაურო პლატფორმა Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებ- გვერდებზე განთავსდა.

Lost Time-ის სტატიაში ნეიტ ლიუბი საქართველოს სამთო კურორტების სასრიალო ტრასებს, მათ შორის ბახმაროს აღწერს. სტატიაში ავტორი სვანეთის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.

„საქართველოში ისეთი სასრიალო ფერდობებია როგორსაც ისურვებ. თხილამურებით სრიალისას ისეთ რიტმში გადადიხარ, რომლის არსებობაც აქამდე არ იცოდი. სრულიად თავისუფლად ვტრიალდები მოსახვევში, აქ არ მოგიწევთ ბავშვისთვის გზის აქცევა, შუა ტრასაზე არც სნოუბორდისტს შეხვდებით, რომელიც გზაში ისვენებს. უკვე ვიაზრებ, თუ როგორი უნდა უნდა იყოს სრიალი. განსაკუთრებულად საოცარი დღეა ბახმაროში, ეს შორეული სამთო სოფელია, სადაც ისეთი დიდი თოვლია, რომ აქ მოხვედრა მხოლოდ გამწმენდი მანქანით არის შესაძლებელი. მთელი დღე მთებზე სრიალში გავატარეთ... არ მახსოვს, ბოლოს როდის ვისრიალე ასე კარგად... ფაქტობრივად, დარწმუნებული არ ვარ, რომ ოდესმე ასე ფანტასტიკურად მესრიალა... მოკლედ რომ ვთქვა ბედნიერება ეს საქართველოა“, -წერს ნეიტ ლიუბი

ონლაინ გამოცემის Lost Time-ის გლობალური ტირაჟი მილიონს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა