ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინას უახლოეს მომავალში მძიმე არტილერიას გაუგზავნის

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, უკრაინას უახლოეს მომავალში მძიმე არტილერიას გაუგზავნიან.

„კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას გაუგზავნის. ჩვენ თავიდანვე მჭიდრო კონტაქტში ვართ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ იმაზე, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. უკრაინელები იბრძვიან იმ ფასეულობებისთვის, რომელსაც ეყრდნობა ბევრი დემოკრატიული საზოგადოება. სწორედ ამიტომ კანადა უკრაინის მხარეს დგას,“ - განაცხადა კანადის პრემიერმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კანადამ პუტინის ორ ქალიშვილს სანქციები დაუწესა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო