„თბილსერვის ჯგუფი“ გვირაბების დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებული გვირაბების დასუფთავებას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია გვირაბების გაწმენდა ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური ტექნიკით მოირეცხება შიდა და გარე პერიმეტრი.

ამ დროისთვის, უკვე გაიწმინდა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი, აღმაშენებლის ხეივნისა და მეტეხის გვირაბები.

„დასუფთავების ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. გვირაბების დასუფთავების აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მეტეხის გვირაბში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო