„თიბისის“ ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი - დამხმარე ღილაკები დაემატა

მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად, „თიბისის“ ციფრულ ბანკს კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი - დამხმარე ღილაკები დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს ბარათებთან დაკავშირებული საჭირო და ხშირად გამოყენებადი ოპერაციების დისტანციურად შესრულების პროცესს და ზოგავს დროს.

„ბარათების ნავიგაციაში დამატებული ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, მომხმარებელს დამხმარე ღილაკებზე ერთი დაწკაპუნებით შეუძლია დაბლოკოს ან გააქტიუროს ბარათი, შეცვალოს პინკოდი, ან აღადგინოს ის, დისტანციურად მოითხოვოს ტრანზაქციების ამონაწერი ან ანგარიშის რეკვიზიტები და სხვა. ყველა ამ ოპერაციის შესრულება უკვე ძალიან მარტივად, კონტაქტ ცენტრში დარეკვის ან ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

„თიბისის“ ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისის“ გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა