საინფორმაციო კამპანია სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით რეგიონებში გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებით რეგიონებში აგრძელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს. პირისპირ შეხვედრებისას სამხედროებმა მოქალაქეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. მათი კითხვები, ძირითადად, თავდაცვის ძალებში მიღების პროცედურებს უკავშირდებოდა.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 18-35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ისინი ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, სამხედრო ფორმით და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით. ჯარისკაცებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ სამსახურში გადანაწილების დროს მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი.

"პოტენციურ რეკრუტებს, ასევე დააინტერესათ ანაზღაურების თემა, რაზეც აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ თავდაცვის უწყება სთავაზობს რიგითის საწყის ხელფასს 1177 ლარს (ხელზე ასაღები 922 ლარიდან), რაც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება 1275 ლარამდე (ხელზე ასაღები 1000 ლარიდან). ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ხელზე აიღებენ ერთჯერად დანამატს - 5 000 ლარს, 2-წლიანი კონტრაქტისას - 3000 ლარს, ხოლო 4-წლიანი კონტრაქტისას - 8 000 ლარს.

გასაუბრებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის, კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც კი, ჯარისკაცების კონკურენტუნარიანობის საკითხებს.

პირისპირ შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკუთარი პროფესიით თავდაცვის ძალებში დასაქმების თემას. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:საინფორმაციო კამპანია სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით რეგიონებში გრძელდება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საინფორმაციო კამპანია სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით რეგიონებში გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებით რეგიონებში აგრძელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს. პირისპირ შეხვედრებისას სამხედროებმა მოქალაქეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. მათი კითხვები, ძირითადად, თავდაცვის ძალებში მიღების პროცედურებს უკავშირდებოდა.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 18-35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ისინი ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, სამხედრო ფორმით და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით. ჯარისკაცებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ სამსახურში გადანაწილების დროს მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი.

"პოტენციურ რეკრუტებს, ასევე დააინტერესათ ანაზღაურების თემა, რაზეც აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ თავდაცვის უწყება სთავაზობს რიგითის საწყის ხელფასს 1177 ლარს (ხელზე ასაღები 922 ლარიდან), რაც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება 1275 ლარამდე (ხელზე ასაღები 1000 ლარიდან). ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ხელზე აიღებენ ერთჯერად დანამატს - 5 000 ლარს, 2-წლიანი კონტრაქტისას - 3000 ლარს, ხოლო 4-წლიანი კონტრაქტისას - 8 000 ლარს.

გასაუბრებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის, კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც კი, ჯარისკაცების კონკურენტუნარიანობის საკითხებს.

პირისპირ შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკუთარი პროფესიით თავდაცვის ძალებში დასაქმების თემას. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:საინფორმაციო კამპანია სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით რეგიონებში გრძელდება

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო