„ლელოს" ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს შეეხება, დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს

„ლელოს" ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს შეეხება, დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.

აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური ჩარჩოს რეფორმირება იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც არსებობს სამოქალაქო ორგანიზაციებში და საერთაშორისო პარტნიორებში.

კანონპროექტი მომზადდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აქტიური მონაწილეობით და მხარდაჭერით და ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

"ქართული ოცნების" პირობებში ჩამოყალიბებული ტოტალური კორუფციის გათვალისწინებით "ლელოს" სასიცოცხლოდ მიაჩნია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოხდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის სრული რეფორმირება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ევროკავშირის წევრობის კითხვარშიც დიდი ნაწილი უკავია“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომიტეტის სხდომას 14:00 საათზე გაიმართება. კანონპროექტზე მომხსენებელია ანა ნაცვლიშვილი. სხდომას დაესწრება პროექტის ერთ-ერთი ავტორი საბა ბუაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა