გენერალური პროკურატურისა და თსუ-ს თანამშრომლობით სამეცნიერო-პრაქტიკული ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით, სამეცნიერო პრაქტიკული ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი აღნიშნული ჟურნალის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

„სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე მორის შალიკაშვილი, სარედაქციო კოლეგიის წევრები, პრაქტიკოსი პროკურორები და სამართლის დარგის მეცნიერები.

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკოსებსა და მკვლევარებს გაცვალონ ახალი ინფორმაცია, იდეები და მოსაზრებები საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის აქტუალური საკითხების შესახებ. სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალი ხელს შეუწყობს პროკურატურასა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ნორმების ერთგვაროვან განმარტებას და სასამართლო პრაქტიკის გამოწვევების სწორ ანალიზს. ელექტრონული ჟურნალი იქნება ერთგვარი პლათფორმა, რომელიც სამართლის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს მოახდენს..

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე და ელექტრონული ჟურნალის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია წელიწადში ორჯერ გამოიცემა და მასში როგორც პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების, ასევე სამეცნიერო იურიდიული სფეროს წარმომადგენელთა სტატიები გამოქვეყნდება.

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, პრაქტიკოსი პროკურორების და გამომძიებლებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა