თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება. ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან პარტიის პოლიტიკური ლიდერები და ორგანიზაცია ,,მიშას სექტორის” წევრები, რომლებმაც ბანერი ,,თავისუფლება მიშას” გაშალეს.

ადგილზე შეკრებილებს ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ.

როგორც ,,მიშას სექტორის” წარმომადგენელმა ლევან მერებაშვილმა აღნიშნა, აქციის ორი მთავარი მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.

,,ცინიზმია, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა ააშენა ედავებიან საზღვრის უკანონო კვეთას. ეს ხდება იმ ფონზე, საქართველოში ასი ათასობით რუსეთის მოქალაქეა შემოსული. ჩვენ ვითხოვთ, რომ პრეზიდენტი იყოს თავისუფალი, ვინაიდან მის დაკავებას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. ასევე ვითხოვთ სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, რაც მისი ადამიანური უფლებაა”, - აღნიშნა ლევან მერებაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს