კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

19-24 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო მაღალი რანგის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კობა გვენეტაძე შეხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორს, ჯიჰად აზურს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს და ფედერალური სარეზერვო ბანკის და ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის წარმომადგენლებს.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ოდილ რენე-ბასოსთან.

„ყოველწლიური მაღალი რანგის შეხვედრები პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე წელს ჰიბრიდულად გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა კონფერენციაში. მოგვიანებით კი, კობა გვენეტაძე სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა