„თელასი“ „კათარზისის“ მობინადრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

კომპანია „თელასი“ სათნოების სახლი „კათარზისის“ მობინადრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

"თელასის" ინფორმაციით, დღეს გამართულ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანიის მიერ შეძენილი სურსათი და სააღდგომო ნობათი მოხუცებს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა.

მათივე ცნობით, „თელასის“ დახმარებით „კათარზისის“ 500–მდე ბენეფიციარი ერთი თვის მანძილზე საკვები პროდუქტებით იქნება უზრუნველყოფილი.

"სათნოების სახლ „კათარზისს“ კომპანია “თელასი” 2005 წლიდან მფარველობს. წლების მანძილზე კომპანია ფარავდა „კათარზისის“ მიერ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, აფინანსებდა ტრადიციულ კონკურსს „სუპერ ბებია და ბაბუა“,

უწევდა დახმარებას საკვები პროდუქტების და საჭირო ინვენტარის შეძენაში",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო