მიხეილ სააკაშვილი - ბოლო დღეებში დავიკელი 12 კილოგრამი, პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს - კვირას ფეხების კონტროლი მთლიანად დავკარგე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.როგორც მან განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო, ვერ იღებს საკვებს და კვირას ფეხების კონტროლიც მთლიანად დაკარგა.

„თქვენ იცით, რომ გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი, იმიტომ, რომ კვების აღდგენის პროგრამა მთლიანად ჩავარდა. მე ახლა ვარ იმავე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ბოლო დღეების განმავლობაში დავიკელი 12 კილოგრამი, პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს, ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ არ ვიცი, მე კვირას ფეხების კონტროლი მთლიანად დავკარგე. ეს იწვევს მცირე ტკივილებს ფეხებში, რისი მოხსნაც ტკივილგამაყუჩებლებით ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და თქვეს რომ სიტუაცია არის მძიმე, გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა, იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი ბევრი გაგებით, ვიდრე მიმიყვანეს. რა თქმა უნდა, საპატიმრო არაა მორგებული რამის სამკურნალოდ, ეს გასაგებია, მაგრამ მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ აკეთებენ. მადლობელი ვარ აქაური ექიმისაც, რომელმაც სხდომის დაწყების შემდეგ მდგომარეობიდან გამომიყვანა, წამერთვა ხელახლა მგრძნობელობა და ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას თუ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ნემსით გამიკეთდა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა