მიხეილ სააკაშვილი - ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ - მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს

მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიხატება ზოგადი სისუსტით და ძილის დარღვევით.

„მე რაც არ უნდა მომივიდეს, მინდა ყველამ იცოდეს, ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ. მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს. ვიცოდი რაზე მივდიოდი და მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში მეცადა საქართველო გადაგვერჩინა. როგორ გამოგვივა ეს, ამას ხალხი განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ძალიან გული მეთანაღრება, რომ ვერ ვიყენებ მთელ ჩემს პოტენციალს უკრაინის დასახმარებლად, იმიტომ, რომ იქ წყდება ჩვენი ბედი, მაგრამ აქაც წყდება ჩვენი ბედი. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს არის ზოგადი სისუსტე, მთლიანი მოშლა ძილის და ყველაფრის, იმიტომ, რომ ეს არის პოსტტრავმული სინდრომი. ვიღებ იმავე წამლებს ძილისთვის და დამამშვიდებლებს, რასაც ვიღებდი პრაქტიკულად კოვიდის მერე ციხეში მოხვედრამდე. პოსტკოვიდური წამლები. ნეიროპათიასთან დაკავშირებით რაღაც წამალი მოვითხოვე და მას შემდეგ მოვითხოვე ვიტამინი, რომელსაც ასევე ვიღებ. გეტყვით იმასაც, რომ ექიმი, რომელიც „ვივამედიდან“ მოვიდა, თამარ აბაშიძე და დასვა დიაგნოზი, ეს დიაგნოზი კი მოხვდა პრესაში, ამის შემდეგ მისი მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს, იმის გამო, რომ ექიმმა ობიექტური დიაგნოზი დასვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს გამარჯვების დიდი ზეიმი წინ აქვს.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევდივართ და შესული ვართ ძალიან დიდ ბრძოლაში. თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ პუტინის პირადი პატიმარი ვარ, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, იმყოფება ქართველების ხელით, ქართულ ციხეში, მაგრამ რა პირობებიც არ უნდა შექმნან, რაც არ უნდა გააკეთონ, ვერავინ ნახავს ვერც ჩემს წუწუნს და ვერც ჩემს დაჩივლებას. საქართველო ამ დიდ ბრძოლაშია უკრაინელებთან ერთად. კიდევ კარგი, რომ ჩვენთან არ იღვრება სისხლი, არც უნდა დაიღვაროს! უკრაინა უკვე გამარჯვებულია და საქართველომ უნდა გაიმარჯვოს. ამის თქმა მინდოდა ფეხზე ამდგარს. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვისაც სჯერა, ვინც იბრძვის, ვინც ერთიანდება, ვინც ივიწყებს ძველ წყენას, ვინც ყველაფერს მეორეხარისხოვნად აქცევს, როცა საქმე საქართველოს და საქართველოს არსებობას, გადარჩენას, გაძლიერებასა და ამ ჩიხიდან გამოყვანას ეხება. ჩვენი ისტორია აუცილებლად გაგრძელდება. გვაქვს ძალიან მაგარი მომავალი, იმ შემთხვევაში თუ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და გავშლით. წინ გვაქვს გამარჯვების დიდი ზეიმი და ამ ზეიმისთვის ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ. ეს იქნება საქართველოს გამარჯვების ზეიმი, ამაში თითოეული ქართველის მონაწილეობა გადამწყვეტია. ნურაფერი შეგაშინებთ!“- განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა