უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა - უკრაინას პარტნიორი ქვეყნებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ უკრაინას პარტნიორი ქვეყნებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია.

„აშშ-ის ხელისუფლების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მიიღო სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების ფლოტის შესაკეთებლად და აღსადგენად, რაც მეტი აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ სხვა ქვეყნებისგან დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე თვითმფრინავის ნაწილები მიიღო, რაც მას საშუალებას მისცემს საჰაერო ძალები გააძლიეროს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი