ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორსა და ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, აქსელ ვან ტროტსენბურგს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობისთვის, რომელსაც წელს 30 წელი უსრულდება. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გლობალური პანდემიისა და პოსტ-COVID-19-ის პერიოდში, მსოფლიო ბანკის მხრიდან გაწეულ მხარდაჭერას.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, COVID-19-ის კრიზისის შედეგები და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს. გარდა ამისა, ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა ადამიანური კაპიტალის პროექტისთვის „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის“ ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტის პირველად გამოყენებისთვის.

როგორც მან აღნიშნა, რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის უარყოფითი შედეგების თანმიმდევრული შემსუბუქებისა და ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სფეროების ეფექტიანობის გაზრდისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში.

ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებს გააცნო რეფორმების დღის წესრიგი, რომელსაც გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მომავალშიც განახორციელებს. თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა და ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურეს მსოფლიო ბანკის მზაობა, გაგრძელდეს ქვეყნის სრული მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების პროცესში. ამჟამად, საქართველოში მსოფლიო ბანკის პორტფელის საერთო ღირებულება 990 მლნ აშშ დოლარს შეადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო