საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამაში ცვლილება შევიდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამაში ცვლილება შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამის მე-7 მუხლში, მედიატორის ანაზღაურების წესში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინიცირებით შევიდა ცვლილება და სასამართლო მედიაციის პროგრამაში მონაწილე მედიატორები წლის მანძილზე ნაცვლად 2 ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) სასამართლო სამედიაციო საქმისა, ვალდებულები იქნებიან განახორციელონ მხოლოდ 1 საქმეზე სასამართლო მედიაცია ანაზღაურების გარეშე.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განმატებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ასოციაცია მუდმივად აწარმოებდა დაკვირვებას სასამართლო მედიაციის საქმეთა რაოდენობის სტატისტიკაზე. მედიაცია, როგორც სამართლებრივი დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმი, უფრო და უფრო მაღალი ინტერესის და მოხმარების სფერო ხდება საქართველოში. შესაბამისად, მედიატორთა ასოციაციის რეესტრი დღითი დღე ფართოვდება, რამაც განაპირობა დღის წესრიგში დაეყენებინა სასამართლო მედიაციის პროგრამაში შესულიყო ცვლილება, მედიატორის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით, კერძოდ, წლის მანძილზე ანაზღაურებების გარეშე (Pro Bono) მედიაციის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარდა სასამართლო (Pro Bono) მედიაციებისა წლის მანძილზე ასოციაცია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა სოციალური მშვიდობის დამკვიდრების მიზნით საქართველოში, სწორედ აქედან გამომდინარე განხორციელდა მნიშვნელოვანი სოციალური არაერთი (Pro Bono) პროექტი.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განხორციელებულმა (Pro Bono) პროექტებმა ხელი შეუწყო მედიატორების მიერ მხარეებს შორის არსებული დავების სწრაფ და მშვიდობიან მოგვარებას”, -ნათქვამია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა