ბელგიის პრემიერ-მინისტრი - რუსეთის აგრესია უკრაინაში ჩვენი ევროპული ისტორიის ყველაზე ბნელი ფურცლების შესადარია

რუსეთის აგრესია უკრაინაში ჩვენი ევროპული ისტორიის ყველაზე ბნელი ფურცლების შესადარია, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კრომ ქალაქ გენტში ნიდერლანდებისა და ბელგიის მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გული მწყდება როცა ვხედავ, რომ მსგავსი რამ ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს ევროპაში. ომის დანაშაულები არ შეიძლება იყოს დაუსჯელი“,- აღნიშნა დე კრომ.

მისივე თქმით, ბელგია და ნიდერლანდები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა უზრუნველყონ, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული იყოს იმ იმედით, რომ „სამართლებრივი დევნა განხორციელდება იმ საშინელი ისტორიებისთვის, რომლებიც ჩვენ გვესმის ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ“.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობა მხარს უჭერდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას და განიხილავს სასამართლო ექსპერტების უკრაინაში გაგზავნას.

„ეს არის პირველი ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბარბაროსები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, დაისჯებიან”, - დასძინა დე კრომ.

ცნობისთვის, რუსეთი უარყოფს ბრალდებებს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მისი ძალების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა